
იმერეთი
იმერეთი ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული კუთხეა. აღსანიშნავია, როგორც მთიანეთი ისე ბარი, მაგრამ იმერეთი მაინც მღვიმეებითაა ცნობილი. უფრო ცნობილია სათაფლიას ნაკრძალი, სადაც დინოზავრის ნაკვალევიცაა შემორჩენილი, გაგაოცებთ თავად მღვიმეც.
პრომეთეს მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ქუთაისიდან ნახევარიი საათის სავალზე მდებარეობს, გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმეში არის ულამაზესი ტბა, აღმოჩენილია16 დარბაზი. 1 საათიანი მარშრუტი არგონავტების, კოლხეთის, მედეას, სიყვარულის, პრომეთესა და იბერიის ზღაპრულ დარბაზებს გაივლის.
ქუთაისშია დიდებული გელათი, აქვე ნახავთ დავით აღმაშენებლის საფლავს.
ქუთაისშია ბაგრატის ტაძარიც.
იმერეთში, წყალწითელას ხაობაში თქვენ ნახავთ ძეგლს, მოწამეთას, დატკბებით ულამაზესი პეიზაჟით.
თქვენ გელით დიდებული მოგზაურობა!