d
close_image

ჩვენს შესახებ


რგოლები, რომლებითაც იჭიმება ტყავი. დოლის სიმაღლე ისე შეეფარდება ჟღერადი ზედაპირის დიაეტრს, როგორც 3:1. დოლზე (უფრო მეტად) უკრავენ ხელებით ან ჯოხებით. ზოგჯერ ჯოხს გაგანიერებული ბოლო აქვს. დოლი უჭირავთ მარცხენა იღლიის ქვეშ ან ჩამოკიდებული აქვთ. უკრავენ მჯდომარე მდგომარეობაში. ზოგჯერ მედოლე თვითონაც ცეკვავს. დოლზე ჯოხებით დაკვრისას, ერთი ჯოხით ურტყამენ ცალ მხარეს (ტყავზე), მეორეთი — მეორე მხარეს. ჯოხებს აქვთ ყულფები, რომლებითაც ჯოხები შემსრულებელს ხელებზე აქვს მიმაგრებული. დოლზე მიიღწევა ტრელები, ტრემოლო, ფორშლაკები. როდესაც ფორტეს ეფექტის მიღწევა სურთ, უკრავენ შუა ადგილას, ხოლო პიანოს დროს — დოლის ნაპირებზე. დოლის კორპუსი კეთდება ხისაგან. მისცემენ ცილინდრის ფორმას და გადააკრავენ ტყავს, რომელსაც ამაგრებენ თოკით ან თასმით. დოლზე უკრავენ ძირითადად მამაკაცები; ცეკვის დროს დოლი ხაზს უსვამს ცეკვის რიტმს. დოლთან ერთად ხშირად ხდება სხვა ერთი რომელიმე საკრავის გაერთიანება ანსამბლად, მაგალითად ჩონგურის ან ჭიბონის, ზურნის, დუდუკების და იშვიათად სალამურის.

    ტელეფონი
  • +995 591813373;
  • მისამართი
  • ბათუმი, ტაბიძე 39
  • მაილი
  • adjara01@mail.ru
viber
+38 066 325 08 48; +995 591813373
WhatsApp
+38 066 325 08 48; +995 591813373
skype
trevel 23
slider_image

contact _

+995 591813373;

mail _

adjara01@mail.ru
GEO RUS ENG
მოგვწერეთ


about-image
936

იმერეთი

 

იმერეთი ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული კუთხეა. აღსანიშნავია, როგორც მთიანეთი ისე ბარი, მაგრამ იმერეთი მაინც მღვიმეებითაა ცნობილი. უფრო ცნობილია სათაფლიას ნაკრძალი, სადაც დინოზავრის ნაკვალევიცაა შემორჩენილი, გაგაოცებთ თავად მღვიმეც.

       პრომეთეს მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ქუთაისიდან ნახევარიი საათის სავალზე მდებარეობს, გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმეში არის ულამაზესი ტბა, აღმოჩენილია16 დარბაზი. 1 საათიანი მარშრუტი არგონავტების, კოლხეთის, მედეას, სიყვარულის, პრომეთესა და იბერიის ზღაპრულ დარბაზებს გაივლის.

ქუთაისშია დიდებული გელათი, აქვე ნახავთ დავით აღმაშენებლის საფლავს.

ქუთაისშია ბაგრატის ტაძარიც.

იმერეთში, წყალწითელას ხაობაში თქვენ ნახავთ ძეგლს, მოწამეთას, დატკბებით ულამაზესი პეიზაჟით.

თქვენ გელით დიდებული მოგზაურობა!

about-image
893

სვანეთი

  

სვანეთი საქართველის გამორჩეული კუთხეა!  თვალს მოგტაცებთ  აქ ფართოდ გაშლილი, ხავერდოვანი ბალახითა და ათასფეროვანი ყვავილებით მოჩითული მინდვრები, ცადაზიდული თოვლიანი მწვერვალები!       

ისტორიული ქარტეხილების უტყვი მოწმეა სვანური კოშკი! 

მესტიაშია ცნობილი ეთნოგრაფიული მუზეუმი,!

აქ შეგიძლიათ ნახოთ სიყვარულის კოშკი უშგულში და თვით დიდებული უშგული!

ლატალი! 

სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ ბუნების ეს საოცარი ქმნილება-კუთხე, სვანეთი!

about-image
988

კახეთი

იმოგზაურეთ კახეთში და თქვენს წინ გადაიშლება უძველესი ხელოვნების ნიმუშები, თუ ცადაზიდული სალოცავები! დიდებულია კახეთი, სადაც ერთმანეთსაა შერწყმული უძველესი თუ თანამედროვე ცივილიზაციები, თუნდაც სიყვარულის ქალაქში - სიღნაღში! აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ უძველესი ქალაქი გრემი. კახეთის გულში, თელავში, ერეკლეს სასახლე. ნახავთ ალავერდს, შუამთას, იყალთოს, ბოდბეს, დავითგარეჯს, წარუშლელ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ წინანდალი, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და უნიკალური ბაღი... შეგიძლიათ ილაშქროთ ლაგოდეხის ნაკრძალში, ჩანჩქერამდე!

გაიმდიდრეთ ცხოვრება კახეთის უამრავი სანახაობით!

about-image
870

აჭარა

 

 შეუძლებელია ყველაფერი ჩაატიო ამ პატარა სიტყვაში -აჭარა. ესაა კუთხე, სადაც პირველად აღიმართა ჯვარი და ამის უტყვი მოწმეა მაღალმთიანი აჭარის დიდებული ტაძარი - ხიხანი! ესაა კუთხე, რომელსაც მოლივლივე ზღვაც აქვს და ცადაზიდული, დაბურულტყიანი თუ თოვლით დაფარული მთები! კუთხე, გამორჩეული ანკარა წყაროებით! თქვენ გაგაოცებთ გონიოს ციხესიმაგრისა თუ პეტრას ნანგრევები! დიდებულია ბათუმის ბოტანიკური ბაღი თუ მახუნცეთის ჩანჩქერი! თამარის ხიდი, ახალი თუ ძველი ბულვარი! დილის მზის სხივებზე აელვარებული მთის მწვერვალები თუ ჩამავალ მზეზე ათასფერად აბრდღვიალებული ზღვა! განუმეორებელი ღამის ბათუმი! და მაინც - მთა თუ ბარი? ეს თქვენთვის მოგვინდია, დაათვალიერეთ, დატკბით მთითა თუ ბარით და დასკვნები შთაბეჭდილებების წიგნში შეიტანეთ! თქვენ გელით აჭარა! 

about-image
893

სამეგრელო

სამეგრელო ასოცირდება სტუმართმოყვარეობასა და უგემრიელეს სამზარეულოსთან! თუმცა უმთავრესი მაინც კანიონებია - თუ გინდათ განტვირთვა, ერთ დღეშიც მოახერხებთ სამეგრელოსა და მოსაზღვრე იმერეთის კანიონებს ესტუმროთ და ესენია: მარტვილის, კინჩხას, ოკაცეს . შეგიძლიათ ნახოთ დადიანების სასახლეც ზუგდიდში! არ დაგეზაროთ და თქვენ მიიღებთ დაუვიწყარ დღეს!

about-image
200 ლარი
745

მისცემენ ცილინდრის ფორმას და გადააკრავენ ტყავს

დოლის კორპუსი კეთდება ხისაგან. მისცემენ ცილინდრის ფორმას და გადააკრავენ ტყავს, რომელსაც ამაგრებენ თოკით ან თასმით. ძირითადად, დოლზე უკრავენ მამაკაცები. ცეკვის დროს დოლი ხაზს უსვამს რიტმს. დოლთან ერთად ხშირად ხდება სხვა საკრავის გაერთიანება ანსამბლად. მაგალითად: ჩონგურის ან ჭიბონის, ზურნის, დუდუკების და იშვიათად სალამურის.

about-image
www.newgeorgia.ge/img/tour/help.php
830

მისცემენ ცილინდრის ფორმას და გადააკრავენ ტყავს

www.newgeorgia.ge/img/tour/help.php